|
2025-06-04 09:56:32, 757 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი - ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა
ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს. აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოჰყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად. “დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივრები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში - ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშაა - ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. მართალი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, ვინაიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას პრესის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის”, - განაცხადა შაჰინმა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა “MEGOBARI” აქტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)