|
2025-06-03 14:06:53, 536 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ნიკა მორიგ აბსურდულ ბრალს ღიმილით შეხვდა; არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი
მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ, რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც კვინიკაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს. „მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი მას, ამიტომ დიდხანს არც გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის უცნობია, როდის გადაწყვეტენ ისინი ბრალის წარდგენას. ერთ-ერთი რაც არის, ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, რადგან ამ მომენტისთვის, მას ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს და არც სხვადასხვა ნივთის", -აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობის გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)