|
2025-06-02 16:59:39, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში, აეროდრომებზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილ პირზე ძებნა გამოცხადდა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-კუტის ადმინისტრაციამ, სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადა. ძებნაში მყოფი 37 წლის დონეცკში დაბადებული არტემ ტიმოფეევია. რუსული მედიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იმ ოთხი სატვირთო მანქანის მფლობელია, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს. როგორც მედია Baza წერს, ერთ-ერთმა მძღოლმა გამოძიებას უთხრა, რომ ტიმოფეევმა მურმანის ოლქელი ბიზნესმენისგან, ოთხი მობილური სახლის გადატანის შეკვეთა მიიღო. ჩვენების მიხედვით, მძღოლს უცხო პირი პერიოდულად მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა და მითითებებს აძლევდა. ბოლო გაჩერება როსნეფტის ბენზინგასამართი სადგური აღმოჩნდა, რომლიდანაც მურმანსკის სამხედრო აეროდრომზე უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაციის ყველა მონაწილე უკვე უკრაინაში იმყოფება და ნებისმიერი სახის დაკავება, "პუტინის რეჟიმის მიერ დადგმული, ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი სპექტაკლი იქნება". 1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო. სპეცოპერაცია, რომელმაც რუსული ავიაციის 34% გაანადგურა, 1.5 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)