|
2025-06-02 16:13:38, 807 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით
რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შექმნა ოჩამჩირეში ჩვენ ტერიტორიას პოტენციურად აქცევს სამიზნედ თავდასხმის შემთხვევაში -საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით,- ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნის გეგმას. სალომე სამადაშვილის თქმით, ამით იქმნება უსაფრთხოების სრულიად ახალი უსაფრთხოების გამოწვევები ანაკლიის პორტისთვის. „ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმ საფრთხეზე, რომელიც არსებობს ოჩამჩირეში რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების და შექმნის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც და ეკონომიკური მომავლისთვისაც. რუსეთის სამხედრო შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა ოჩამჩირეში ჩვენ ტერიტორიას პოტენციურად აქცევს სამიზნედ თავდასხმის შემთხვევაში, ასევე, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი უსაფრთხოების გამოწვევები იქმნება ისეთი პერსპექტივისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი. ფაქტი არის ერთი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთს არამხოლოდ ხელი ვერ შეუშალა, არამედ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის და გაძლიერების მიმართულებით. სანამ ხალხს ატყუებს ბიძინა ივანიშვილი, რომ თითქოს მისი ხელისუფლება მშვიდობას ინარჩუნებს რუსეთთან, რუსეთი რეალურად გამალებული გზებით ეწევა ჩვენი სახელმწიფოს დაპყრობის მიმართულებით ახალი წარმატებული ოპერაციების განხორციელებას. ოჩამჩირის მაგალითი, რომელზეც სუს-ი გვიმტკიცებდა, რომ ასეთი არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამის კარგი მაგალითია იმიტომ, რომ სინამდვილეში სუს-ი დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არა ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით, რაც არის მისი მანდატი“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაიხსნება, „[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა შავი ზღვის ფლოტისთვის“, - აღნიშნა გუნბამ. მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება „ორ ქვეყანას“ შორის თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება, კერძოდ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროების მეშვეობით.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)