|
2016-03-17 13:47:32, 521 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა დასახლებაში გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება
ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაბა წყნეთში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მე-2 კორპუსის (A ზონა) გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები, მოეწყო ტროტუარი. „15 წელზე მეტია, რაც აქ სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა; არის კიდევ რამდენიმე პრობლემური კორპუსი, რომლებიც, ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას; უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები გაგრის ქუჩაზე, III ჩიხის მე-5 კორპუსში; იგეგმება, ასევე, მაია წყნეთელის შესახვევში #21-ე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. მერიის ცნობით, კორპუსში, რომელიც კაპიტალურად გამაგრდა, 8 ოჯახი ცხოვრობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის‘‘ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების 90% ვაკის რაიონის გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)