|
2025-05-28 16:29:40, 527 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ რეჟიმთან თანამშრომლობა არ იქნება
აშშ-ის განცხადება არის მკაფიო დასტური, რომ ამერიკის მოთხოვნების შესრულების გარეშე, არავითარ ნორმალიზება, აღიარება და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან თანამშრომლობა არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ს „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი კონკრეტული მოთხოვნა აქვს. „აშშ-ის განცხადება არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი, რომლის შესრულების შემთხვევაში, როგორც საელჩოს არაერთგზის უთქვამს, აშშ-ი შესაძლოა, დაინტერესებული იყოს ურთიერთობების გადატვირთვით. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ამერიკა არ არის დაინტერესებული ურთიერთობების ნორმალიზებით. დღეს საელჩომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არავითარ ნორმალიზებას, აღიარებას და ამ რეჟიმთან თანამშრომლობას ადგილი არ ექნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო ძალიან მკაფიოდ ულოცავს ქართველ ერს. იგი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის პერსპექტივა არის ძალიან დიდი და ფართო იმ შემთხვევაში, თუ პროცესები იქნება სწორი და „ქართული ოცნების რეჟიმი ითანამშრომლებს იმ მოთხოვნების შესრულების კუთხით, რაც აშშ-ს გააჩნია დემოკრატიული და სხვა კრიტიკული მიმართულებებით“, – განაცხადა გეგელიამ.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)