|
2025-05-28 13:37:56, 533 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ნუ ართულებენ ურთიერთობებს
ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც მათ შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში - ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. ზარქუამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდა. „ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ," - განაცხადა ზარქუამ. გარდა ამისა, მან ელჩებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც ადგილი აქვს გარკვეული ელჩების მხრიდან, წერტილი უნდა დაესვას". "რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაა. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ წაიკითხონ ეს ვენის კონვენცია. იქნებ ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. მოვუწოდებთ ელჩებს, შეეშვან ამ თავხედობას. ზღვარი აქვს ყველაფერს," - განაცხადა ზარქუამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)