|
2025-05-27 13:30:35, 583 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ვინც დღეს საუბრობს, რომ თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ მანდატები უნდათ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ცისკარიშვილის შეფასებით, ის ვინც, ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით შედეგს მიაღწევს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები აინტერესებთ. „ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუს-ით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში, თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, პარლამენტში ფრაქცია უნდათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებიც იყვნენ და „ოცნების ოპოზიციად“ იწოდებოდნენ. ეს არის იმ ადამიანების ერთადერთი ამოცანა, რომლებიც მზად არიან, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, საპარლამენტო არჩევნებში შევიდნენ. როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და საპარლამენტო არჩევნები ჩაგვიტარეთო, აქ სად არის ლოგიკა? თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს? ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში იზოლირებულები არიან, არჩევნების ჩატარდება ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)