|
2025-05-26 08:18:47, 558 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების საწყისი ეტაპი იყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თბილისში 10:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ. ამავე დროს, ორბელიანების მოედანზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები. დღის ბოლოს, 19:00 საათზე, გაიმართება გალა კონცერტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება. პროევროპული აქცია საზოგადოებას 15:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე უმსაპინძლებს. დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სტუდენტური მარში. 19:00 საათზე კი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)