07:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 11:02:31, 666 ნახვა

ეკონომიკა
„უმასპინძლე საქართველოში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქვეპროგრამაში „უმასპინძლე საქართველოში“ ცვლილებები შედის.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სასტუმროების მშენებლობის დაფინანსებისთვის მთავრობა სესხის ქვედა და ზედა ზღვარის შეცვლას აპირებს.

პრემიერის განმარტებით, წინასწარი მოკვლევებით გაირკვა, რომ სესხის მაქსიმალური ლიმიტი, 1 მილიონი ლარი, ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმროს აშენებას რეგიონებში, რის გამოც, მთავრობა იმსჯელებს, რომ სესხის ლიმიტი 2 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

„დღევანდელი ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 ათას ლარამდე და ასევე მაქსიმალური ზღვარის აწევას, სადაც შესაძებლობა იქნება, მილიონი ლარის ნაცვლად, 2 მილიონამდე მაქსიმალური სასესხო ზღვარის გაზრდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარი ანალიზით გაირკვა, რომ თანხის მაქისმალური ლიმიტი ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმროს აშენებას რეგიონებში“,- განაცხადა პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ „აწარმოე საქართელოში“ ახალი კომპონენტი მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

„პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას, საბანკო უზრუნველყოფის კუთხით თანაგარანტირებას, ანუ, 50%-ს ბანკის მიერ მოთხოვნილი გირაოსი, ფარავს სახელმწიფო საკუთარი გარანტიით. ასევე მიწის ქონების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი ექსპერტების მოწვევას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics