07:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 14:21:56, 695 ნახვა

მსოფლიო
ბორის პისტორიუსი - რუსეთი დათმობისთვის მზად არ არის, აშკარაა, რომ პუტინი დროის გაყვანას აგრძელებს

რუსეთი დათმობისთვის მზად არ არის, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი დროის გაყვანას აგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი კვლავ არ არის სერიოზულად დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით. როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ევროკავშირმა სანქციები უნდა გაამკაცროს.

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, გუშინდელი სატელეფონო ზარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან განცხადებები კეთდება, მაგრამ განცხადებული განზრახვების მტკიცებულება არ არსებობს. ის კვლავ არ არის მზად დათმობისთვის. ის მხოლოდ საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე საკუთარი პირობებით, ანუ უკვე ნაცნობი პირობებით, როგორებიცაა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და კიდევ ბევრი სხვა. ვლადიმირ პუტინი აშკარად აგრძელებს დროის გაყვანას, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics