|
2025-05-19 13:11:08, 864 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს
ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს - არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი სანქცირება იქნება გამოყენებული. „ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში - ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული. ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ იმისთვის, რომ შესაძლოა კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ - რომ დადგან სპექტაკლის სცენარი თუ როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება”, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს. გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)