08:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 13:19:04, 987 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში შტორმს 25 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა, ტორნადოს გამომწვევმა შტორმმა გადაუარა, რის შედეგადაც მისურისა და კენტუკის შტატებში სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ძლიერი ტორნადოები დაფიქსირდა მისურის, კენტუკის, ილინოისის და ინდიანას შტატებში.

შტორმმა დააზიანა სახლები, გზები, ავტომობილები ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით შტატში დაახლოებით 459 000 სახლი და კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად მისურის, კენტუკისა და მიჩიგანის შტატები დაზარალდნენ.

კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური კატასტროფის გამოცხადება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics