|
2025-05-17 10:46:56, 897 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია
ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი, ამ ყველაფრით დაღლილია“. „ვფიქრობ, პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. მე ზელენსკისთან რთული შეხვედრები მქონდა, რადგან არ მომეწონა რაც მან თქვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას კარტები არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს. „ახლა მისი მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება. ეს ყველაფერი ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, ისინი ხუთ საათში კიევში იქნებოდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მას შეუძლია. „ჩემ გარეშე შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ჩემ გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)