|
2025-05-15 10:32:25, 908 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა
რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება. შეგახსენებთ, კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის. რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე). ასევე, გუშინ CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება და ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)