|
2025-05-15 10:08:24, 727 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა
უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა. უკრაინა მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება“, - განაცხადა მარკ რუტემ. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია. „თურქეთს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, ჯერ უნდა ვნახოთ, რომ რუსები აქ შესაბამისი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილები“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)