|
2025-05-14 18:11:15, 641 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - შეგვიძლია, რაღაც დოზით საკუთარი თავი შევადაროთ სირიას
ცხადია, რომ სირიას სანქციები მოეხსნა საუდის არაბეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმების შედეგად, ეს არ იყო შემთხვევითი და როგორც აშშ-ს, ასევე განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებს სურთ, რომ სირია განვითარდეს და სანქციების პირობებში ეს იყო შეუძლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არაფერ შუაშია დემოკრატიულ სტანდარტებთან. „ეს არის კავშირში მოლოდინებთან, რომ ახლანდელი სირიის ხელმძღვანელობა შეძლებს რაღაც ადეკვატური წესრიგის აწყობას. ყველას ესმის, რომ რაც სირიაში ხდება არაფერი სახარბიელო ამაში არ არის, მაგრამ არც მანამდე იყო კარგი მდგომარეობა და უბრალოდ გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება პროგრესი იყოს. ამ პროგრესს რომ არ შეეშალოს ხელი, ამიტომ მოიხსნა სანქციები. საბედნიეროდ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ასეთი სანქციები ჩვენთვის არ იყო დაწესებული. სირიაზე არსებული სანქციები იმდენად მკაცრი იყო, რომ უბრალოდ ბლოკავდა სირიის განვითარებას და რამდენიმე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ამერიკაში არ უშვებენ და ვიზას არ აძლევენ, მგონი ეს არანაირად არ უშლის ხელს ჩვენს განვითარებას. „მეგობარი აქტიც“ არ ერევა პრეზიდენტის დისკრეციაში და ტრამპს შეუძლია ამ აქტის გარეშეც და გამოყენებითაც დააწესოს სანქცია. „მეგობარი აქტი“ არაფერს ცვლის სინამდვილეში. არ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც დოზით საკუთარი თავი შევადაროთ სირიას, საბედნიეროდ. უბრალოდ სხვა პოლიტიკური გარემოებებისა და მოლოდინების შედეგია ის, რაც სირიაში ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)