|
2015-02-17 14:24:35, 670 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება
„მე პირადად მის პროფესიონალიზმს და პრინციპულობას ვიცნობ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის შიგნით მოხდება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. ბესელიას თქმით, პერსონალური განწყობით და დამოკიდებულებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება. „მე პირადად მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს ვიცნობ, მაგრამ ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილებების დროს პერსონალური განწყობით, დამოკიდებულებით საბოლოოდ ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უმრავლესობის შიგნით, უკვე კონსულტაციების შედეგად“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)