|
2025-05-14 16:05:53, 793 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა, სადაც კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება. კატარში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერ-რიადისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, დოჰაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავი საჩუქრად მიიღოს, რომელსაც ის საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენეს, ხოლო მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)