|
2025-05-12 15:19:52, 750 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ
საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის განმარტებით, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო კარგი იქნება. როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, „ესეც კარგია, რადგან საზოგადოება არჩევნებზე კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს“. „როგორც ვაკვირდები, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ უკვე დიდად აღარც ცდილობენ, რომ მოიტყუონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხებზე. პირდაპირ განაცხადეს, რომ ბოიკოტს არ უცხადებენ. ასე რომ, კარგია, თუ საბოლოოდ, ამ ტყუილს თავს დაანებებენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ. საბოლოოდ, მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩეველს, პარტიები არ ატყუებდნენ. ამ ტყუილს რაც უფრო მალე დაასრულებენ და თუკი გამბედაობა აქვთ, პირდაპირ თქვან და „თვალში ნაცარი არ აყარონ“ საკუთარ ამომრჩეველს, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი იქნება. ზოგადად, მივესალმები, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო კარგი იქნება. ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ მათ მიერ მონაწილეობის არმიღება დემოკრატიისთვის კარგია, ვინაიდან საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია, რადგან საზოგადოება არჩევნებზე კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს “,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)