09:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 11:40:26, 564 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“.

კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლზე, სადაც 20 ივნისი არ არის ნახსენები.

„გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს. თქვენ იცით, რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მისი, ასეთი პიარული აქტები, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას, ასეთი პიარული ქმედებები“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics