21:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 19:21:45, 1016 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 16 მაისს გაგრძელდება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელი სხდომა, რომელზეც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხებოდა, წინ დასრულდა.

ირაკლი დგებუაძემ სასამართლო ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics