09:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 17:10:11, 835 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გააუქმა

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, ესტონეთმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ეს ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის მხრიდან, რომ ის ქართული ოცნების ნაბიჯებს არ ეთანხმება.

"დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ", - განაცხადა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, ევროკავშირში, ასევე, განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics