12:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 20:07:49, 848 ნახვა

მსოფლიო
ახალი ტანდემი ევროპის სათავეში - მერცი და მაკრონი თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ქმნიან

პარიზში ელისეს სასახლეში გერმანიის ახლად არჩეული კანცლერის ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, "ერთობლივად გაუმკლავდნენ" კონტინენტის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ორმხრივ ურთიერთობებს "ახალი დასაწყისი" მისცენ. მერცისა და მაკრონის შეხვედრის შესახებ euronews წერს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა განცხადება ფრანკო-გერმანული "თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს" შექმნაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რეგულარული შეხვედრები მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყება, რათა შემუშავდეს "საერთო სტრატეგიულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება".

გერმანიის კანცლერის თქმით, მას სურს, რომ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად განიხილოს ევროპის კონტინენტზე ბირთვული შეკავების საკითხი. მერცმა ასევე დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები პარიზთან და ლონდონთან, ევროპაში ატომური ბომბის ორ მფლობელთან.

მოსკოვის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მერცმა დაადასტურა კიევში უახლოეს კვირებში ვიზიტის გეგმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანია "რუსეთთან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა".

მერცმა განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი ომის დასრულების შემდეგ უკრაინას "უსაფრთხოების გარანტიებს" შესთავაზებენ. კანცლერი ამტკიცებს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან უფრო ძლიერი ვალდებულების შემთხვევაშია შესაძლებელი. მისი თქმით, უკრაინაში ომი არ დასრულდება შეერთებული შტატების კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური და სამხედრო ჩართულობის გარეშე და ევროპელები მათ ადგილს ვერ დაიკავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics