|
2025-05-07 12:52:36, 818 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მინდა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“?
მინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“. რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე?! - წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დემოკრატიული არჩევნების პირობებში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა, რომელიც აღადგენს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებს. „მინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“. რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე. როდემდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩიხში შეიყვანოთ ქვეყანა?! ფაქტია, "MEGOBARI აქტი" ადასტურებს, რომ საქართველოში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოკეანის მიღმაც აღარ იმალება. ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს არის საგარეო ასპარეზზე სრული კოლაფსი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოშლა. საქართველო მარტო რჩება, დაუცველები ვრჩებით, ძალიან მძიმე ვითარებაში. კობახიძის უტიფარი ლირიკა სხვადასხვა საკითხზე, ჩემი აზრით, უადგილო იქნება. გაეცით კითხვას პასუხი, რას აპირებთ?! გამოსავალი მარტივია და ცალსახა პირველი: ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს; მეორე: ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს; მესამე: დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა. ნუ იმალებით! გამოდით და საზოგადოებას უთხარით რა პასუხს სცემთ “MEGOBARI აქტს“, სადამდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესები უფრო წინ იყოს დაყენებული, ვიდრე ხალხის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ძლიერ ამერიკასთან მეგობრობა, დაცულობა ევროკავშირთან ერთად, დემოკრატია, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. რის დაპირისპირებას აპირებთ?! უნდა გააგრძელოთ დაჭერები?! როდემდე?! ხომ იცით, ეგ გზა ძალიან მოკლეა და მალე დაგიმთავრდებათ. ივანიშვილს ვეუბნები: სანამ დროა, გამოდით და აიღეთ სრულად პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება და წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დანიშნეთ არჩევნები, დემოკრატიულ არჩევნებში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა, რომელიცა აღადგენს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)