12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 12:21:06, 555 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ახალ კანცლერს აირჩევს

გერმანელი კანონმდებლები დღეს ქვეყნის ახალ კანცლერს აირჩევენ, რომელიც დიდი ალბათობით, ფრიდრიხ მერცი გახდება.

მედიის ინფორმაციით, მერცმა კანცლერის თანამდებობაზე დასანიშნად გერმანიის პარლამენტის 630-ადგილიან ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში 316 ხმა უნდა მიიღოს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ მერცი ბელვიუს სასახლეში, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართება, სადაც თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტებს მიიღებს, შემდეგ კი ბუნდესტაგში დაბრუნდება ფიცის დასადებად.

ამის შემდეგ მერცი და მისი გუნდი მთავრობის პირველ სხდომას გამართავენ.

გამოცემა წერს, რომ ახალ მთავრობაში ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლარს კლინგბეილი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი, იოჰან ვადეფული გახდება, რომელიც ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილეა, თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი, ბორის პისტორიუსი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ბუნდესტაგის წევრი ალექსანდრე დობრინდტი დაიკავებს, რომელიც ანგელა მერკელის კანცლერობის დროს ტრანსპორტის მინისტრი იყო, იუსტიციის მინისტრი ყოფილი მოსამართლე და პროკურორი, სტეფანი ჰუბიგი გახდება, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, კატერინა რაიშე დაიკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics