10:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 11:31:31, 752 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებსა და თანამდებობის პირებზე

„MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტუტუტების წარმომადგენლებზე,- ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალუირ მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ „MEGOBAR აქტს“

დეკანოიძის თქმით, „MEGOBARI აქტის“ გავლენას „ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს“.

„MEGOBARI აქტის“ გავლენა, ასევე, წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ დავალებებს აძლევდა, არამედ ასრულებდა.

ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს ამ გავლენას, ისევე როგორც, იანუკოვიჩის ხელისუფლებაზე აშშ-ს მიერ სპეციალურად გავრცელებული სენატორ პატრიკ ლიჰის აქტი. თუმცა, MEGOBARI გაცილებით ძლიერია.

კიდევ ვერ ხვდებიან - რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics