|
2025-05-05 15:30:51, 817 ნახვა
ეკონომიკა
ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ევერესტის ოლიმპიადის მხარდამჭერია. წელს ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე II, III, IV, V და VI კლასის 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდები წლის განმავლობაში, სკოლაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს ავლენენ. პირველი ტური შესარჩევი ეტაპია - იმისათვის, რომ მოსწავლეები დასკვნით ტურში გადავიდნენ, სულ მცირე 30 ქულა უნდა დააგროვონ. დასკვნით, ფინალურ ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 3-3 გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული კლასიდან (II, III, IV, V, VI კლასებიდან), რომლებსაც დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ. ამასთან, დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე სიგელს მიიღებს. ქართული ტურის შედეგები 7 მაისს გამოქვეყნდება. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)