13:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 13:59:44, 703 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის მთელი ტერიტორიის დაპყრობას ითვალისწინებს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობას და და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განმარტებით, ახალი გეგმა ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებასა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების მიღწევაში დაეხმარება. Associated Press-ი წერს, რომ ეს ასობით ათასი პალესტინელის სამხრეთ ღაზაში გადაადგილებას გამოიწვევს, რაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

მინისტრებმა გეგმა დღეს დილით გამართული კენჭისყრით დაამტკიცეს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმია ათიათასობით რეზერვისტს იძახებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics