|
2025-05-03 15:29:35, 817 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან
ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი გზა უფრო დამაზიანებელი იქნება ამ ხელისუფლების შესარყევად და, ზოგადად, საქართველოში დესტაბილიზაციისათვის, არჩევნებში მონაწილეობა თუ „ნაცმოძრაობისთვის“ მხარის დაჭერა, რომელიც პრაქტიკულად ლიდერის პოზიციას კარგავს ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან და ჯერჯერობით ვერ იღებენ. „ესენი ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მარიონეტები გარკვეული ძალების ხელში, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ და არ აინტერესებთ, საქართველო გადარჩება თუ არ გადარჩება. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხებს. სააკაშვილს ვერ ღალატობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი, ხაბეიშვილი კვლავ ცდილობს მოწინავე პოზიციებზე გაიჭრას თავის პარტიაში. ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი როგორმე ლიდერად აქციონ, ევრობიუროკრატია უჭერს მხარს. მას ვინც მიჰყვება, დაახლოებით იმავე ინსტრუქციით მოქმედებს, როგორც მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი პირადად. მათ აერთიანებთ ერთი მთავარი ნიშანი, ეს არის ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მარიონეტების გუნდი. ევრობიუროკრატიას თავისი ინტერესი აქვს, ადრე თუ გვიან, ფიქრობენ, რომ რუსეთთან მათი დაპირისპირება გარდაუვალია და მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს დღეს, იქნება უშედეგო და კვლავ რადიკალური გზით განვითარებას ფიქრობენ მსოფლიო ისტორიის“, – განაცხადა ვოლსკიმ. გია ვოლსკის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია მხოლოდ იმიტომ, რომ მას არა აქვს პირდაპირი მონაწილეობა მიღებული იმ სისხლიან ანგარიშსწორებაში ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სააკაშვილის პერიოდის დროს იქნა ჩადენილი“. „სალომე ზურაბიშვილისთვის ლიდერობა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ იყო მთავარი ამოცანა, მთავარი გეგმა და ქარტიაზე „ნაცმოძრაობასაც“ მოაწერინეს ხელი და ახალ „ნაცმოძრაობასაც“ მოაწერინეს, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით აგინებდნენ სულ ახლახან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გარედან შემოსული ინსტრუქცია არის მთავარი. დღეს ინსტრუქცია აგვიანებს და, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ეჭვებიც და მისი დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ კვლავ წამოიწია წინ. ასე რომ, ეს ჭიდილი ორ ჯგუფს შორის არის პირველობისთვის, მაგრამ მათ აერთიანებთ ორი მთავარი ნიშანი, პირველი – ყველანი არიან მარიონეტები; და მეორე – ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება საქართველოს დღევანდელობისათვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)