|
2025-05-02 16:15:41, 917 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულებს მერია გარკვეული ფორმით დაეხმარება
მერიის ინფორმაციით, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვიცე-მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს. "შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს. დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე. ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა" - წერია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)