|
2016-03-15 20:10:58, 584 ნახვა
საზოგადოება
როგორ ახერხებს სტუდენტთა ერთი ნაწილი შენობაში შეღწევას - თვითმმართველობის წევრებს მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეუერთდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხარდამჭერთა ახალი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაკადი შეუერთდა. უცნობია, როგორ მოახერხეს მათ შენობაში შესვლა იმ პირობებში, როდესაც შესასვლელებს დაცვა იცავს და სტუდენტთა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს თსუ-ში შესვლის უფლებას არავინ აძლევს. თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში მანამდეც იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მათ არ იციან, როგორ შევიდნენ მათი მხარდამჭერები შენობაში, ასევე ისინი ირწმუნებიან, რომ შემოსულებს შორის სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი არც ერთი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებს თსუ-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის მხარდამჭერები, რომლებიც თსუ- ს შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ,ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში არიან შესული და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)