|
2015-02-17 12:52:54, 679 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია
„ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მათ მეირ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეუქცევადი ნაბიჯი იქნება. „ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი, მაშინ როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში, ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ადამიანის ბიოგრაფიაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)