|
2025-04-28 11:53:30, 579 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - არაფერს ახალს ივანიშვილი არ იგონებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის დიქტატორების სახელმძღვანელო წიგნიდან
არაფერს ახალს ივანიშვილი არ იგონებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის დიქტატორების სახელმძღვანელო წიგნიდან, რომ შენი კონკურენტები და მეტოქეები გაანადგურო - სახელმწიფო დაფინანსება მოხსნილი გვაქვს და ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენზე, პრინციპული საკითხია, თუ როდის დამარცხდება ეს სისტემა და არა ის თუ რა რეპრესიულ კანონებს მიიღებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, გეგმა ერთია, რომ „სისტემის დემონტაჟი მოხდეს“. „რეალურად ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და ბიძინა ივანიშვილის უპირისპირდებიან, მას არ სურს, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს, ამიტომ მისი გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალოს. ეს დიქტატორებისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ შექმნილ სიტუაციაში აკრძალოს, გაანადგუროს, გააუქმოს, დააპატიმროს და გააძევოს ოპოზიტური პარტიები. არაფერს ახალს ივანიშვილი არ იგონებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის დიქტატორების სახელმძღვანელო წიგნიდან, რომ შენი კონკურენტები და მეტოქეები გაანადგურო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი გეგმა აქვს, რომ იბრძოლოს დიქტატურის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოხდეს, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ისედაც მკვდარია, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწერება თუ არა ფურცელზე... ისედაც სახელმწიფო დაფინანსება მოხსნილი გვაქვს და ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენზე. ამიტომ პრინციპული საკითხია, თუ როდის დამარცხდება ეს სისტემა და არა ის თუ რა რეპრესიულ კანონებს მიიღებს სისტემა, აღსასრულამდე“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ასევე, ირაკლი ფავლენიშვილმა ყურადღება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „წინააღმდეგობის პლატფორმაზეც“ გაამახვილა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებული შეხედულებების გამო, პლატფორმაში ინტეგრირებული არ არის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მათთან აქტიურად ითანამშრომლებენ. „რაღაც საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, ყველა ტიპის პლატფორმა ან მოძრაობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეულ წინააღმდეგობაში იქნება ჩართული, ჩვენთვის მისაღებია, უბრალოდ, ამ კონკრეტულ პლატფორმასთან დაკავშირებით ჩვენ, ჩვენი ხედვები გვქონდა, რის გამოც, უბრალოდ არ ვართ ამ პლატფორმის ინტეგრირებული წევრები. ვაპირებთ თანამშრომლობასა და კოორდინაციას ამ პლატფორმასთან და მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, დიქტატურის დამარცხებით დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)