|
2015-02-17 12:50:50, 921 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინო გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში განუცხადა. კითხვაზე-"პროტესტის ნიშნად თავის დროზე თქვენ დატოვეთ სასამართლო სისტემა, ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა არიან მართლმსაჯულებაში, ბევრი პრეტენზიაა, როგორ გამოგივათ თანამშრომლობა", გვენეტაძემ ასე უპასუხა: "თანამშრომლობა უნდა შედგეს. სხვანაირად ჩემს უფლებამოსილებებს ვერ განვახორციელებ. თუმცა შემიძლია მათთან თანამშრომლობის ფონზე, მათთან საუბრით, კონსულტაციით, მათი პროფესიონალური დონის ამაღლებით, ბევრი პრობლემა გადავჭრა, მაგრამ მათ აქვთ არჩევანი თავისი თვითკონტროლის, თვითრეალიზაციის და ა.შ. ამაზე წინასწარ არაფერი შემიძლია გითხრათ",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)