|
2025-04-23 17:09:51, 1048 ნახვა
სამართალი
გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. როგორც პროკურორი მარი მეშველიანი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და მან კომისიაზე გამოცხადებაზე უარი შეგნებულად, მიზანმიმართულად განაცხადა. მეშველიანის თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. ამასთან, როგორც მეშველიანი აღნიშნავდა, ვაშაძეს კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის საქართველოს საზღვარს ხშირად კვეთს. პროკურორის თქმით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის ის თანხა, რომლის გადახდასაც ის შეძლებს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე პოლიტიზებულია და ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. ბექა ბასილაიას განმარტებით, ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაჰბარებია, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა კი ჩაბარებად არ ითვლება. ამასთან, ბასილაიას თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. სიტყვით ისარგებლა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქმე პოლიტიზებულია და ის არსად მიმალვას არ აპირებს. ვაშაძის თქმით, სასამართლო ახლა ტესტს აბარებს, ასრულებს თუ არა ის დაკვეთებს და შეასრულებს თუ არა ის სრულად პროკურატურის მოთხოვნას. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)