|
2025-04-21 18:42:23, 929 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი უკრაინას სააღდგომო ზავის დარღვევაში ადანაშაულებს
რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ყოველთვის პოზიტიურად უდგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „სააღდგომო ზავის ინიციატივით ამიტომაც გამოვედით. საუბარია აღდგომის წმინდა დღეებზე, ეს ყველა ქრისტიანისთვის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამის შესახებ ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც ასე მოიქცევიან. ახლა ვხედავთ, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს და ჩარჩოს გაფართოებაზე საუბრობს, როგორც დროის, ისე სამიზნე ობიექტების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ვლადიმერ პუტინი 13 აპრილს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც სუმში 35 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა. „კიევის რეჟიმი სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)