|
2025-04-21 18:07:31, 847 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო
პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რომის პაპის გარდაცვალებას. „ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. რაც მთავარია, ის ყველას პაპი იყო. ის ხალხის პაპი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა. „თავისი თავმდაბლობითა და ჟესტებით, რომელიც ერთდროულად მარტივი და ძლიერი იყო, მან შეგვახსენა, რომ ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე ჩვენ მორალური ვალდებულებები გვაკავშირებს“, - დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)