17:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 15:08:33, 656 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - მშვიდობა და სტაბილურობა, ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს ქვეყანას

13 წლის წინ დაფუძნდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში შეძლო, დაემარცხებინა „ნაციონალური მოძრაობა“, სისხლიანი რეჟიმი, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, 13 წლის თავზე დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, როგორიც არასდროს ყოფილა.

„ყველა წარმატება, რაც ევროკავშირთან გვაქვს, სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. ბუნებრივიამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მზად ვიყოთ, სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მომზადებული ვიყოთ. ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ის მშვიდობა და სტაბილურობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს და განსაკუთრებით სწორედ სამი წელი იყო ყველაზე მძიმე ჩვენს ქვეყანაში, რათა შეგვენარჩუნებიანა მშვიდობა და სტაბილურობა.

ბოლო ოთხი წელია, ეკონომიკაში, ფაქტობრივად, ორნიშნა ზრდა გვაქვს. 10 ათას დოლარს გადააჭარბებს შემოსავალი წელს უკვე თითოეულ მოქალაქეზე და მომავალ წლებშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის წინსვლა და განვითარება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics