|
2025-04-21 12:47:27, 680 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში“, - წერს კალასი. რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. „დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)