|
2025-04-18 13:21:01, 624 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს
ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუქარები რეალობაში განხორციელდეს. „პირველ რიგში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს. ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს. რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას. ნათელი მაგალითია ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც, რომელი სახელმწიფო, რა მიზნებით იყენებდა ასე უსაფუძვლოდ ემბარგოს, სანქციებს, ხალხის დეპორტაციას ქვეყნიდან. ეს იყო რუსეთი და დღეს არათუ დღევანდელ რუსეთს, არამედ იმ ღრმა საბჭოთა კავშირს ემსგავსება ევროკავშირი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ცდილობს, მიიღოს, რადგან დააშანტაჟოს ქართველი ერი. ერთადერთი მიზეზის გამო, საქართველო არ ჩაერთო იმ დიდ უბედურებაში, რომელსაც საქართველოს უქადდა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჩართულობაზე გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)