|
2025-04-16 15:05:02, 573 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთსა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქვაჩაკიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა. ამასთან, ის ასევე მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს კონსტანტინე ქვაჩაკიძე, რომელიც ამჟამად კვიპროსის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას იკავებს, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. „2025 წლის პირველი მაისიდან სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს კონსტანტინე ქვაჩაკიძის კანდიდატურა. წარედგინოს პრეზიდენტს წინადადება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2025 წლის პირველი მაისიდან კონსტანტინე ქვაჩაკიძის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, - წერია მთავრობის განკარგულებებში. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ირაკლი ასაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც მიმართავს. „20 აპრილიდან მალაიზიაში ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ირაკლი ასაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)