|
2025-04-16 09:43:57, 641 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას
ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელია არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს. "ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ, კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს",-განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში. მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი "ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ იდგებოდა [აქციაზე]" და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს. მელია იმასაც ამბობს, რომ 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც "გაკვეთილი, უნდა მივიღოთ".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)