19:06 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 09:22:15, 1061 ნახვა

საზოგადოება
შვეიცარიულმა Edelweiss-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო.

Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა და 131 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაეროხომალდით შეასრულებს.

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საინაუგურაციო ფრენას ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ – შედეგად, შვეიცარიულ მედიაშის საქართველოს შესახებ სტატიები მომზადდება.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიულიSwiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფისმფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებითასრულებს. ბილეთების შეძენა ორივე ავიაკომპანიის: Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდზეა შესაძლებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics