22:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 13:17:41, 745 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა აგვისტოს ომზე - სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ომი საქართველოს წინააღმდეგ

თეა წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, უსამშობლოებს არ აინტერესებთ არც სიმართლე და არც სახელმწიფო და მათი მიზანი ქვეყნის ქაოსში შეყვანაა.

„ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ. თუმცა ამ უსამშობლოებს აქვთ სხვა დაკვეთა. დააკვირდით, ეტყობა რაღაც ჩათი აქვთ, ეს უსამშობლოები ხომ პოულობენ ერთმანეთს, ამათ პატრონები ჰყავთ და უგდებენ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემას, აბა, ახლა ამას თავს დავესხათ. ამ უსამშობლოებს ერთი და იგივე ტექსტი აქვთ თითქმის. ეს არის ხელმარჯვნივ, ის ქმედება, ის მივარდნა. შემდეგ იმ ახალგაზრდებს, დაფინანსებულებს, ბუნებრივია, აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება მოუწყონ ინკვიზიცია, როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. არ აინტერესებთ, ორკები არიან, ეს არის ამათი ხელწერა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება მტრისას, არავის არ დაინდობენ, გადათელავენ. რაც მაშინ გამორჩათ, იმას ათმაგად აინაზღაურებენ, ამათი ბუნება ეს არის და იმიტომ. ამათ არ აინტერესებთ არაფერი, არც სიმართლე, არც სახელმწიფო ინტერესები, მტყუან-მართალი. ამათ მხოლოდ აინტერესებთ ერთი დაკვეთა თავიანთი პატრონებისგან, რომ რამენაირად სიტუაცია არიონ, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და ამის შემდეგ უკვე აგენტურა დასვან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics