|
2025-04-12 10:46:43, 712 ნახვა
პოლიტიკა
ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება
გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრ, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტთან დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით, ყოველგვარ ზღვარს სცდება“. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აიტანს. დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე პროტესტი გაიმაღტება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)