23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 16:20:44, 596 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი

კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად, „არსებობა ომის პირობებში გვიწევს და დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.

„დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდი. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს ვადარებთ. ამჟამად არსებობა ომის პირობებში გვიწევს, ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვათ, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს მიმართ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნისთვის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად, პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი. როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატია სხვა ფაქტორებს გადაწონის. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია, უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როდესაც დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics