|
2025-04-10 18:25:28, 575 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს
სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთისთვის საჭიროები არიან, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ალიევი აღნიშნავს: „მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა“. ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, ევროპის მხრიდან ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრისას, შეუძლებელია, საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი. „საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და ალბათ ეს შეეხებოდა სწორედ იმ პროცესებს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ცენტრალურ აზიაში, ევროკომისიის ვიზიტთან და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ევროპა საუბრობს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი, მდგენელი ნაწილი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)