|
2025-04-10 14:18:51, 509 ნახვა
პოლიტიკა
ალექსეი გონჩარენკო - საქართველო იქნება თავისუფალი, შევხვდებით რუსთაველზე
უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი, ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე, შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, ხაჭაპურს, დავლევთ „საფერავს“, ისევ ვიმღერებთ, „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“, საქართველოს გაუმარჯოს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა. გონჩარენკოს თქმით, 2025 წელსაც, აპრილში ქართველები ქუჩაში დგანან, სურთ დემოკრატია, თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ, თუმცა ამჯერად არა რუსი სამხედროების, არამედ მოსკოვის მარიონეტების ხელით. „1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, მშვენიერი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი და ქართველები დგანან მათი პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დროშებით, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან, მღერიან სიმღერებს. 9 აპრილს 4:00 საათზე, მოსკოვში გაიცა ბრძანება, რომ იერიში მიეტანათ ამ ადამიანებზე და რუსი ჯარისკაცები, სამხედრო ტექნიკით თავს დაესხნენ ამ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები, მათ თავს დაესხნენ სამხედრო ნიჩბებით. ახლა ისევ აპრილში, 2025 წელს, ქართველები ქუჩაში დგანან, რუსთაველზე, მათი პარლამენტის წინ, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ. ამჯერად არა რუსი სამხედროების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ეს არის ის, რაც ახლა ხდება და ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად. მათ აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფლები, დემოკრატიულები, ევროპული სახელმწიფო. მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს – ეს არის მზის ამოსვლამდე ყველაზე ბნელი მომენტი და ზუსტად ვიცი, რომ მოვა დღე, იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ჰგონია. იცით, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი ერთ დღეს დაინგრეოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ამას ჩემი თვალით ვნახავდიო. 1989 წელს, იმ ქართველების მსგავსად, ისინიც არ დაიჯერებდნენ, რომ ორ წელიწადში საბჭოთა კავშირი გაქრებოდა. იგივე იქნება ახლა. უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე, ნანასთან, ეკასთან, გივისთან, გიორგისთან, ჩვენ შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს, მჭადს, დავლევთ „საფერავს“ კახეთიდან, დავლევთ „ქვევრს“ რაჭიდან, ეს დღე მოვა, ეს დარწმუნებით ვიცი. ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ ყველა ბრძოლას, ყველა მებრძოლს, ისევ ვიმღერებთ, „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)