|
2025-04-09 17:40:17, 599 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო - ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში, ეს უცხოური ჩარევაა
დაუჯერებელია, რასაც ზოგიერთი თქვენგანი თავს უფლებას აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებით. უნგრეთმა გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში ასობით მილიონი დოლარი? უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს იყო USAID-ი, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოსვლა და ფინანსური მხარდაჭერა ჩარევაა. „თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის პროტესტს – ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. და შემდეგ თქვენ გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა. თქვენ თავს ესხმით უნგრეთს – რა თანხა გაგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მითხარით, რა თანხა გავგზავნეთ ჩვენ, უნგრეთმა საქართველოში? გეკითხებით თქვენ, სოციალისტებს და ლიბერალებს, გთხოვთ, თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში? ევროკავშირი უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტები რეალობის პატივისცემაში. ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში – ეს არის უცხოური ჩარევა. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოდიხართ, ეს არის ჩარევა. როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერთ მხარს, ეს ჩარევაა. ჩვენ თუ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოლაპარაკებები არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოთ“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)